საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, აჯამეთის დაცული ტერიტორის რეინჯერი, ნოე კამლაძე დააკავა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ პიროვნებას, დაცულ ტერიტორიაზე მცენარეთა ჯიშების, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ნერგების, ფესვიანად ამოღების უფლების უკანონოდ მიცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.