ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ ა.ა.ი.პ. "კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში" 20 წლის ანი ბერსენაძე წარადგინა. გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით ანი ბერსენაძე ღონისძიებათა მოწყობისა და დაგეგმარების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დაინიშნა.
ქალაქის მერმა გოგონა თანამშრომლებს გააცნო და ცენტრის ახალ თანამშრომელს პროფესიული წარმატებები უსურვა.
" დარწმუნებული ვარ, ჩვენს ახალგაზრდებს სასურველ ცოდნას და განათლებას მისცემთ და ამ პროცესში თქვენი ახალი თანამშრომელი თავის წვლილს შეიტანს" – მიმართა "კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი"-ს თანამშრომლებს ბეგლარ სიორიძემ.
ანი ბერსენაძეს მუსიკალური ექვსწლედი აქვს დამთავრებული. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხება და როგორც თავად აღნიშნა, სამსახურის დაწყება მისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია.