საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამავე დროს საპარლამენტო მდივანი შალვა ხუციშვილი თბილისში, ცინცაძის 43 ნომერში, 68.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას ფლობს. სხვა უძრავ-მოძრავი ქონება მის სახელზე არ ირიცხება. ამის შესახებ ხუციშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2015 წლის 13 ოქტომბერს შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, შალვა ხუციშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეჭირა, საიდანაც ანაზღაურების სახით, 30746.55 ლარი მიიღო; ხოლო საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან მას 21056.20 ლარი აქვს აღებული.
დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ხუციშვილის თი-ბი-სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 333.00 ლარი ირიცხებოდა.
ამავე დეკლარაციის თანახმად, შალვა ხუციშვილის სახელზე, თი-ბი-სი ბანკში, მოძრავი ნივთების გირავნობით, 25 000-ლარიანი სამომხმარებლო სესხია (ხელშეკრულების ვადები 03/05/2014, 03/05/2014 – 01/05/2017), რომლის პროცენტის დასაფარადაც, დეკლარაციის შევსებისას პროცენტი გადახდილი არ ჰქონდა.
რაც შეეხება მინისტრის მოადგილის გასავალს, 2014 წელს მან ბინის რემონტისთვის 15 000 ლარი გადაიხადა.
შინაგან საქმეთა სმაინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შალვა ხუციშვილი 1980 წლის 19 აგვისტოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში დაიბადა.
1997-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტზე, სამართალმცოდნის სპეციალობა;
2012-2013 ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, შედარებითი კონსტიტუციური სამართლის სამაგისტრო პროგრამა;
2015 წლის 5 აგვისტოდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა;
2014-2015 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი იყო;
2004-2014 საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
2003-2004 საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი.