ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, გვარამიამ კი ჩვენება დაუყონებლივ უნდა მისცეს.
"გვარამიამ ჩვენება დღესვე უნდა მისცეს, მას რომელმა იდიოტმა, ან რომელმა პროვოკატორმა, ან რომელმა გაიძვერამ დაურეკა და დამატებით ცეცხლს ნავთი დაასხა?! ან იქნებ, გვარამია იტყუება, რაც არ არის გამორიცხული", _ აცხადებს ვოლსკი.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ის დღეს შეხვდა ადამიანს, რომელმაც მას სამთავრობო მესიჯები მიაწოდა.
გვარამიას ინფორმაციით, მას პირადი ცხოვრების შესახებ კადრების გამოქვეყნებითა და ოჯახის წევრების უსაფრთხოებით აშანტაჟებენ.