ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა მთავარ პროკურატურაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარის ალექსი ახვლედიანის დაკითხვა.
"ნიკა გვარამია არის ჩემი მეგობარი და ალბათ მეასეჯერ მაინც ვიყავი რუსთავი 2-ში. ჯერ მე თვითონ უნდა გავერკვე ყველაფერში, შევხვდები გვარამიას, ვისაუბრებთ, გავერკვევი დეტალებში და შემდეგ გავაკეთებ განმარტებას"- განუცხადა ჟურნალისტებს დაკითხვიდან გამოსულმა ახვლედიანმა.