ცოტა ხნის წინ ბრიტანელებმა საკუთარი მომავალი თაობის განსწავლულობის დონის შემოწმება გადაწყვიტეს და 9-დან 15 წლამდე მოსწავლეები გამოკითხეს. კითხვის შინაარსი ასეთი იყო: ვინ იყო ადოლფ ჰიტლერი?
შედეგები იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ისინი არა მარტო პოლიტიკურ, არამედ სპორტულ პრესაშიც დაიბეჭდა.
საქმე ისაა, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 25 პროცენტი ფიქრობს, რომ ჰიტლერი გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
შედეგების გადამოწმება ხელისუფლებამაც გადაწყვიტა და, როცა იგივე განმეორდა, მსჯელობა დაიწყეს განათლების სისტემაში რეფორმის გატარებაზე, რადგან პატარებმა ისეთი პიროვნების შესახებ მაინც, როგორიც ჰიტლერი იყო, გაცილებით მეტი უნდა იცოდნენ.