"ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულ თავდასხმებს, პოლიტიკოსები სხვადასხვა სახის შეფასებებს აძლევენ. ამ მოვლენასთან დაკავშირებით აზრი დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებმაც დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ დაგმეს ძალადობის გამოვლენის ყველა სახის მცდელობა და მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
"ოფისებზე თავდასხმა არის ვანდალიზმი, ბიბლიოთეკის და წიგნების შეურაცყოფაც ვანდალიზმია, მაგრამ ზუსტად ასეთივე ვანდალიზმია განათლებული და ჭკვიანი ადამიანებისგან, იმის თქმა , რომ არ დაემორჩილებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს იმავე დონის მოვლენაა, რაც კვერცხების სროლა."- თქვა პარლამენტარმა ლევან ბერძენიშვილმა.