შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნით," რუსთავი 2-"ის მიმდებარე ტერიტორიაზე ოცდაოთხსაათიან რეჟიმში სათვალთვალო ვიდეოკამერები დამონტაჟდება.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს განსაკუთრებულ ზომებს. კერძოდ: ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო მეთვალყურეობის კამერები დამონტაჟდება, რომელთა საშუალებითაც მთელი პერიმეტრის ოცდაოთხსაათიანი მონიტორინგი მოხდება.
ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიაზე საპატრულო ეკიპაჟები დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ, რათა უზრუნველვყოთ მოქალაქეების და, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაციები."