საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, სტალინის სურათის დაკიდებას ის კაბინეტში არ აპირებს.
"მე არა მაქვს სტალინის სურათი. გოგი თოფაძეს თუ აქვს ამის სურვილი, ეს მისი ნებაა. პრინციპში, ეს აკრძალული არაა. სტალინთან მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს, თუნდაც სტალინის მსგავსი პატარა თვისებები რომ ჰქონდა ჩვენს ბოლო ლიდერს, იმასაც შეგახსენებთ. არ შეიძლება ადამიანები იხოცებოდნენ და იხვრიტებოდნენ და რაიმე აქცია ტარდებოდეს საზოგადოების წინააღმდეგ იმისთვის, რომ რაღაც წყობას და წესრიგს ჩაეყაროს საფუძველი. არცერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ნებისმიერი იდეოლოგია. ის, რომ სტალინი ისტორიის ნაწილია და ვიღაცეები ამას იხსენებენ, ამის უფლება მათ აქვთ. ძალიან საინტერესო და მძაფრი ამბებია სტალინთან დაკავშირებული, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც. მას ისტორიაში აქვს მნიშვნელობა, თუმცა სტალინი ჩემთვის პოზიტივი არ იყო. ის როგორც მოექცა მაშინ საზოგადოებას, ვერცერთი მისი პოზიტიური ნაბიჯი ამას ვერ დააბალანსებს. თუ გოგი თოფაძეს სტალინი მოსწონს, ეს მისი ნება და უფლებაა", _ აღნიშნა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, გოგი თოფაძის განცხადებით, იოსებ სტალინი ქვეყნისთვის საამაყო პირია.
მისი თქმით, სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება და მის ამ პოზიციას, მისი თანაგუნდელებიც იზიარებენ.



































































