"ქართული ოცნების" გაჭირვება ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების საბაბი ვერ იქნება, _ ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"მე დარწმუნებული ვარ, არაფერი გაუჭირდება "ქართულ ოცნებას" და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ გაჭირვება არ არის ის, რომ ხმები დააკლდეთ. საზოგადოება გადაწყვეტს ვის უნდა მისცენ ხმები, სულაც არ იქნება ეს საფუძველი იმისა, რომ მე დავბრუნდე. მაგრამ გარწმუნებთ, რომ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებში ძალიან ეფექტური იქნება", _ აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ტყუილად არ არის პანიკაში, მათ იციან, რომ არჩევნებში ფიასკო ელით".
"არა იმიტომ, რომ წინასწარ დაიწყეს საუბარი, ვიღაცა არჩევნებს გააყალბებსო. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ არჩევნების გაყალბებისგან. ხალხი მივა და თავის არჩევანს გამოხატავს. ის, რომ ეს პარტია ვერ ახერხებს ხალხთან საუბარს, ძალადობს მენტალურად, სიცრუით, ესენი საბოლოო შედეგს ამ არჩევნებში მოიმკიან", _ აღნიშნა ივანიშვილმა.




































































