საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ირმა ინაშვილისა და ნინო ბურჯანაძის შესვლის საკითხი არ განიხილება.
"აბსოლუტურად განსხვავებული პლატფორმები გვაქვს. ეს არც განიხილება და არც უნდა განიხილებოდეს. კოალიციაში შემავალ პარტიებს აქვთ ერთი ტიპის ხედვა და იდეოლოგია. ჩვენი ქვეყნის მომავალს და განვითარების სტრატეგიას ევროატლანტიკურ სივრცეში ვხედავთ", _ აღნიშნა ივანიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას – ვის გარეშე წარმოუდგენია კოალიცია "ქართული ოცნება", ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "ამაზე საუბარი ნაადრევია".




































































