"რუსთავი 2"-ის დაცვის მხარის მოთხოვნას, რომ საქმიდან ამოირიცხოს რევაზ ბერიაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, ქიბარ ხალვაშის ადვოკატები არ ეთანხმებინ.
როგორც ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ პროცესზე განაცხადა, "რუსთავი2"-ის დირექტორმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ ბერიაშვილი კომპანიაში არ მუშაობდა.
ასევე, სალიამ განაცხადა, რომ მათ არ წარმოუდგენიათ სხვა დოკუმენტი სხვა ფინანსური მენეჯერის ხელმოწერით, ამიტომ სასამართლომ ეს მოთხოვნა არ უნდა დააკმაყოფილოს.
ამ წუთებში პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.