"მე აღარ მიყვარხარ! _ პირიქით! მე მძულხარ შენ. შენ ხარ ყველაზე საშინელი, სულელი და გულუბრყვილო ქალი ვისაც კი ვიცნობ. შენ მე საერთოდ არ მწერ! შენ არ გიყვარს საკუთარი მეუღლე. შენ მშვენივრად იცი რა რიგ აბედნიერებენ შენი მოწერილი ყოველი სიტყვა მას და შენ თავს იმითაც არ იწუხებ, რომ რამოდენიმე ასო დაჯღაბნო ფურცელზე მისთვის.
და საინტერესოა რითი ხართ დაკავებული ქალბატონო. რამ გათანგა თქვენი ნაზი ხელები, ისე, რომ მათ მელნის გახუნებულ ქაღალდზე გავლებაც არ შეუძლიათ? ნუთუ ეს თქვენი ახალი თაყვანისმცემელია, ის ვინც გადამეღობა გზაზე და არ გაძლევთ საშუალებას შეასრულოთ ღვთის წინაშე დადებული ფიცი გიყვარდეთ სამარადისოდ.
მე და მხოლოდ მე!
დიდი სიფრთხილე გამოიჩინე ჟოზეფინა _ ერთ დღესაც მე შემოვამტვრევ შენი დარბაზის კარებს და წავსდგები შენს წინაშე, შენი საყვარელი და გულითადი მეგობარი.
სინამდვილეში კი, მე შენი სიჩუმე მაწუხებს ყველაზე მეტად, ყველა იმ ახალგაზრდა ჭაბუკზე მეტად, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა წყალობით შესწევთ ძალა შეეხონ თქვენს სუფთა გულს და შეცვალონ მისი ძგერის სიჩქარე, ისე, როგოც ამას მე ვაკეთებდი ერთ დროს. მომწერე! გაიმეტე ჩემთვის სულ ოთხინ ხაზი.
გამაგებინე იმ ამბავთა სინამდვილე, რომლებიც დატრიალდნენ შენ თავს. მე კი გპირდები, მალე შენთან დავბრუნდები და მაგრად მოგაქცევ ჩემს მკლავებში. დაგფარავ კოცნით, ისეთი ცხელით, როგორი ცხელიც მზის სხივებია ეკვატორზე"
ბონაპარტი
წერილი გაგზავნილია 1796 წლის 13 ოქტომბერს ვერონაში