9 სამუშაო დღეში 5 სხდომა არცერთ სამოქალაქო საქმეზე არ ჩატარებულა,_ ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის დაცვის მხარემ პროცესზე განაცხადა.
როგორც იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, მოსამართლე საქმეს, რეალურად, მხარეების გარეშე იხილავს.
"თქვენ ხართ შებოჭილი დროში, გაქვთ დედლაინი, როდის უნდა დაასრულოთ საქმის განხილვა და არ გაინტერესებთ რა პოზიციები ექნებათ მხარეებს", _ მიმართა საძაგლიშვილმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს.
"რუსთავი 2"-ის მხარე პროცესის გადადებას ითხოვს.