როგორც "კურიერის" სპეციალური გამოშვება იუწყება, ამ წუთებში ტელეკომპანიის ეზოში იკრიბებიან რუსთავი2-ის მხარდამჭერები, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და უბრალო მოქალაქეები. ისინი სიტყვის თავისუფლების დასაცავად მზად არიან ტელეკომპანიის ეზოში მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ.
არხის მხარდასაჭერად აქ იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.