მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ახალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც "რუსთავი2" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გადაყენება მოხდა, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალიას ამბობს, რომ განცხადებას ხვალ გააკეთებენ.
ხალვაშის ადვოკატმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, რეესტრში უკვე წარდგენილია სასამართლოს განჩინება. "ხვალ იქნება ოფიციალური განცხადება. საჯარო რეესტრში წარდგენილია სასამართლოს განჩინება და დარეგისტრირდება სავარაუდოდ დღეს, თუ არ დარეგისტრირდა უკვე."- თქვა სალიამ