მოსამართლე ურთმელიძის განჩინებას, რუსთავი 2-ი ვერ გაასაჩივრებს. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა.
როგორც საძაგლიშვილი ამბობს, ურთმელიძემ განჩინების დაუყონებლივი აღსრულება მოითხოვა და დროებით მმართველად სხვა პირები დანიშნა, შესაბამისად რუსთავი 2-ის იურისტებს უფლებამოსილება შეუწყდათ. შესაბამისად ურთმელიძის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება რევაზ საყევარიშვილს და დავით დვალს ექნებათ.
"აბსოლუტურად ყველა პირს, რომელმაც შეიძლება გაასაჩივროს ეს განჩინება, შეგვიწყდა უფლებამოსილება. ერთადერთი, გასაჩივრება შეეძლება რევაზ საყევარიშვილს და დვალს. სურპრიზი არ იქნება, რომ მათ გასაჩივრების სურვილი არ ექნებათ. ჩემი ინფორმაციით, რეეესტრმა ეს გადაწყვეტილება უკვე დაარეგისტრირა", – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
წყარო: www.rustavi2.com
Developed By Web Features 2024 © All rights reserved