ნიკა გვარამია და "კურიერის" თანამშრომლები ამ წუთებში სპეციალურ ბრიფინგს მართავენ.
"მე ხელში მიჭირავს მოსამართლე ზონდერის ერთ საათში დაწერილი 17 გვერდიანი განჩინება. ამ განჩინებას აქვს ორსიტყვიანი შინაარსი, დიქტატურა დამყარდა! საქართველო იმყოფება ჭკუიდან გადამცდარი რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის ქვეშ. კარგად უნდა გააცნობიეროთ რომ საქართველოში დასრულდა ის მინიმალური დემოკრატიის ნიშნები, რაც ამ ქვეყანას ქონდა. სასამართლო ხელისუფლებამ , რომელიც ივანიშვილმა დაარსა, მოკლა საქარტველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა. ჩვენ მალე არცერთ ფორუმზე აღარ გვეყოლება არცერთი მხარდამჭერი წევრი.
ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი არის ის, რომ თქვენს შვილებს ხვალ გაეღვიძოთ რუსეთის შემადგენლობაში, ევრაზიულ კავშირში და არა ევროკავშირში. ამ გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური მთავრობა ითვისებს ხელისუფლებას, რომელსაც უპირობოდ დაკარგავენ 2016 წელს.
მოსამართლე ურთმელიძემ მოახერხა ის, რომ სრულიად ტოქსიკური გახადა მთელი სასამართლო სისტემა საქართველოში."- განაცხადა გვარამიამ ბრიფინგზე , რომელიც ახლა ტარდება რუსთავი 2-ის შენობაში.