ტელეკომპანია "იმედი" "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს:
_. "ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახური სოლიდარობას უცხადებს რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს და იმედს გამოთქვამს, რომ დაცული იქნება მათი უსაფრთხოება და ასევე უფლება თავისუფლად განახორციელონ მათი პროფესიული მოვალეობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეულმა ჟურნალისტმა სრულფასოვნად შეძლონ მუშაობა და მიმდინარე პროცესებმა არ დააზარალოს მათი საქმიანობა."_ აღნიშნულია განცხადებაში.