მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განჩინებაში, რომელიც გუშინ გამოიტანა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნას იმით ხსნის, რომ "არსებობს საფრთხეც, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება ძირითადად გადატანილ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ არსებული დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე"
"არსებობს საფრთხეც, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება ძირითადად გადატანილ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ არსებული დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე.
ეს არა მხოლოდ უარყოფითად აისახება საწარმოს რეიტინგზე და მის ფინანსურ საკითხებზე, არამედ შექმნის სერიოზულ საფრთხეს, რომ მედიამ დაკარგოს თავისი ძირითადი როლი და დანიშნულება – იდგეს საზოგადოებრივი ინტერესის სადარაჯოზე.
არსებული მმართველობის პირობებში მედიის მიერ ამ დანიშნულების შესრულება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას." _ წერია ურთმელიძის განჩინებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა და ტელეკომპანიის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.