ტელეკომპანია რუსთავი2-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია აღარ უნდა გახდეს არცერთი პოლიტიკური ძალის რუპორი.
"2004 წელს დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ჩვენ უნდა დაგვეთმო ტელეკომპანია, თორემ უარის შემთხვევაში "ტრუსიკებით დავრჩებოდით", ეს არა არის ჩემი სიტყვები.კარგად მოგეხსენებთ, ვვისი სიტყვებიცაა.
ჩვენ სამი დღის განმავლობაში ვიჯექით და ვფიქრობდით, რა უნდა გვექნა, უნდა მოგვეყოლა თუ არა ყველაფერი ჟურნალისტებისთვის, უნდა გამოგვეხატა თუ არა პროტესტი საჯაროდ. ჩვენ მაშინ ვერ გავბედეთ პროტესტის გამოხატვა.
დღეს რუსთავი 2 არის სააკაშვილის მორჩილი ტელევიზია და ამ ფაქტს ვერ გავექცევით. ჩვენ არ გვინდა ტელეკომპანია იყოს ვინმესი,ტელევიზიამ რევოლუცია ერთხელ უკვე მოახდინა და ვნახეთ ამის შედეგები. აღარ გვინდა, საკმარიასია!"