საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო, ხელისუფლების მხრიდან რაიმე ჩარევას ვერ ხედავენ.
"ვფიქრობ ეს ნამდვილად არის სამართლებრივ ჩარჩოებში, მაგრამ პრობლემა სხვა რამეა, მთავარია შედეგი იყოს, რომ "რუსთავი 2"-მა საკუთარი თავი თვითონ უნდა იხსნას ძალადობისგან. ის ჯერ კიდევ არის "ნაციონალური მოძრაობის" მძევალი. "რუსთავი 2"-ში ძალიან ბევრი მაღალპროფესიონალი მუშაობს. "რუსთავი 2" საზოგადოებას ჭირდება, მაგრამ "რუსთავი 2" საზოგადოებას ჭირდება საზოგადოების სამსახურში, სახელმწიფო სმასახურში, საზოგადოებრივი ინტერესების გამტარი, და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის დაკვეთების აღმსურლებელი. დღეს რასაც ვუყურებ, რუსთავი 2 არის ნაციონალური მოძრაობის მძევალი. "რუსთავი 2" უნდა იყოს ობიექტური და არ უნდა იყოს რომელიმე ჯგუფის კუთვნილება,“ _ აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე.