თამაზ მეჭიაური ამერიკის ელჩისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ მან განცხადება კურიერთან რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას გააკეთა და ამერიკელი დიპლომატი გააკრიტიკა.
"თვით ამერიკის ელჩსაც კი არა აქვს უფლება ასე მკვეთრდა ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის საქმეებში. არც მეგობარს არა აქვს ასეთი ფრომით მომმართოს მე ჩემი ოჯახის საქმეებში. მეგობრობას აქვს რაღაც ზღვარი, რომლის იქით თვითონაც არ უნდა გადავიდეს.
მე არ ვეთანხმები ამერიკის ელჩის განცხადებას და მგონია, რომ ბოდიშიც უნდა მოიხადოს", – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.