"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ მმართველ პოლიტკურ კოალიციასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის ერთობლივი შეხვედრა დაგეგმონ.
განცხადებები ალასანიამ დღეს თანაგუნდელებთან ერთად გააკეთა. მის საპასუხოდ, განცხადება ცოტა წნის წინ გაავრცელეს დავით უსუშაშვილმა და დავით ბერძენიშვილმა:
" საჯარო მომართვის პასუხად გვინდა საჯაროდვე შევახსენოთ კოლეგა „თავისუფალ დემოკრატებს“, რომ კომუნიკაციის უსწრაფესი საშუალების _ მობილური ტელეფონების ნომრები იგივე გვაქვს (ვფიქრობთ, ღირებულებებიც…).
სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებთ და ამასვე ვთხოვთ ყველას, ვისთვისაც კოლეგების მიერ დასმული ძირითადი საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომართვის სხვა ტაქტიკური ასპექტები", _ აღნიშნულია განცხადებაში.