2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკუთარ ბალანზე რიცხული მოძრავი ქონება შემდგომი განკარგვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადასცა.
როგორც bpn-სთვის გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რამდენიმე დასახელების მეორადი ნივთი გადასცა. ჩამოთვლილ პროდუქციას შორის არის ორი ცალი მობილური ტელეფონი iPhone 5, 2 ცალი – iPhone 4s, 18 ცალი მობილური ტელეფონი Blackberry, ასევე „სამსუნგისა“ და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები.
როგორც ჩამონათვალშია აღნიშნული, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მომსახურების სააგენტოს გადასცა 4 ცალი „ფილიპსის“ ფირმის მეორადი ტელევიზორი და ამავე ფირმის წვენსაწური.
ჩამონათვალის თანახმად, მომსახურების სააგენტოს გადაეცა 9 ცალი გორგოლაჭებიანი ტყავის სავარძელი, 5 ცალი ტრიბუნა და ამავე რაოდენობის ხის ტრიბუნა, 2 ცალი ჭაღი, 1 ცალი მეორადი სატყემლე და საშაქრე, ოვალური დიდი თეფში და 5 ცალი მეორადი თეფში.