თბილისის სატრანსპორტო კომპანია სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, დროებით აჩერებს რიყე-ნარიყალას საბაგირო ხაზის ექსპლოატაციას.
საბაგირო გზის ნამუშევარი საათების რაოდენობის გათვალისწინებით იცვლება ძირითადი გამწევი ბაგირი.
სარემონტო სამუშაოები დაიწყება 9 ნოემბერს და გაგრძელდება 20 ნოემბრამდე. სამუშაოების მიმდინარეობისას საბაგირო გზა დროებით დაიხურება.
სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი უხერხულობისთვის.