„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, პარტიის ლიდერებმა _ ადა მარშანიამ, ემზარ კვიციანმა, ლევან თედიაშვილმა, გიორგი ლომიამ კანცელარიის წინ შიმშილობა დაიწყო.
ისინი, საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნასთან ერთად თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ითხოვენ.
“პატრიოტთა ალიანსის” წევრთა განცხადებით, შიმშილობის აქციები დაიწყება საგარეჯოში, ბათუმსა და ქუთაისში.
მოშიმშილეების მოთხოვნაა გადადგნენ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი, რომლებიც, ინაშვილის მტკიცებით, უშუალოდ იყვნენ ჩართული შუალედური არჩევნების გაყალბებაში.
გარდა მინისტრების გადადგომისა, "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ხელისუფებისგან საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწას მოითხოვენ.
ინაშვილის მოთხოვნებზე კომენტარი გააკეთა თინა ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრის თქმით, "საგარეჯოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლო მიმდინარეობს და შედეგებს უნდა დაველოდოთ".