აკუსტიკური გიტარა, რომელზეც ჯონ ლენონი უკრავდა აუქციონზე გაიყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ლენონი გიტარაზე ერთი წლის განმავლობაში უკრავდა ვიდრე 1963 წელს ჰარისონს არ მისცა, შემდეგ კი გიტარა საერთოდ გაქრა.
როგორც ცნობილია, 50 წელზე მეტხანს უცნობი იყო მუსიკალური ინსტრუმენტის ადგილსამყოფელი, ვიდრე გასულ წელს კალიფორნიაში მცხოვრებმა მამაკაცმა არ აღმოაჩინა, რომ მას შესაძლოა ისტორიული მნიშვნელობის გიტარა ჰქონოდა.
როგორც ცნობილია, ჯონ მაქქოუ სან დიეგომ 1960-იან წლებში გიტარა 275 დოლარად შეიძინა.
გასულ წელს კი მან ჰარისონის შესახებ ძველ ჟურნალში სტატია წაიკითხა, სადაც ინსტრუმენტის ფოტოც იყო დაბეჭდილი.
შემდეგ კი გიტარა ბითლზის ინსტრუმენტების ექსპერტს, ენდი ბაბიუკს აჩვენეს, რომელმაც მისი იდინტიფიცირება შეძლო.
როგორც ცნობილია, მან ის შეადარა ფოტოსურათებსა და გადაღებულ ვიდეო კადრებს სადაც ლენონი გიტარაზე უკრავს.
გიტარა, რომელზეც ჯონ ლენონი უკრავდა აუქციონზე 2,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.