დავით უსუფაშვილის თქმით, თუ მისი ოპონენტები მიიჩნევენ რომ მოსამართლე კოპალეიშვილი მისი თანამშრომელი იყო, ეს ორმაგი აცილების საფუძველს იძლევა.
"დედა ნამდვილად დედაა, ცოლი ნამდვილად ცოლია, თანამშრომელი ნამდვილად თანამშრომელია… მე ამას ვადასტურებ. თუ თქვენ მიუთითებთ დამატებით საფუძვლებზე, რამაც მოსამართლეთა მიუკერძოებლობა ეჭვს ქვეშ შეიძლება დააყენოს, მაშინ ორმაგი საფუძველი ყოფილა იმისა, რომ ეს საქმე სხვამ უნდა განიხილოს.
პარლამენტი არის მხარე სასამართლო პროცესში, ამიტომ პოზიცია ამა თუ იმ მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, არავითარ შემთხვევაში უნდა იყოს აღქმული როგორც პარლამენტის პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით."-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან კომენტირებისას.