საერთაშორისო არქიტექტორებისა და მეცნიერების გუნდმა გიზის პირამიდებში სკანირების შედეგად თერმული ანომალია აღმოაჩინა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, თერმულმა კამერებმა მაღალი ტემპერატურა დიდი პირამიდის ბოლოში აღმოაჩინეს.
ოფიციალური პირების თქმით, მაღალი ტემპერატურის არსებობა შესაძლებელია პირამიდის შიგნით ცარიელი ტერიტორიის, შიდა ჰაერის ან სხვადასხვა სამშენებლო მასალების გამოყენებით იყოს გამოწვეული.
როგორც ცნობილია, პირამიდების სკანირების პროექტი 25 ოქტომბერს დაიწყო და სავარაუდოდ 2016 წლის ბოლომდე გარძელდება.