ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში, 5 ოჯახის საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიასთან ტყის მასივი დაიძრა და მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებთან ერთად, საცხოვრებელი სახლებიდან 16 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის, 3 მცირეწლოვანია.
ამ დროისთვის ყველა მათგანი ამავე სოფლის ტერიტორიაზე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.






























































