BBC -ის ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ორი მძევალი მოკლეს.
მაუწყებლის ცნობით, ტერორისტულმა დაჯგუფების წევრებმა მძევლების დახოცვის შესახებ თვითონ განაცხადეს.
"ისლამური სახელმწიფოს" განცხადებით, მათ ნორვეგიისა და ჩინეთის მოქალაქეები მოკლეს.
როგორც ცნობილია, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს დანაშაულის ჩადენის ადგილისა და დროის შესახებ არაფერი უთქვამთ, თუმცა ისინი მძევლებში გამოსასყიდს ითხოვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ მიერ მოკლული 50 წლის ჩინელი მძევალი, ფან ჩინხუი პეკინში მასწავლებელი იყო, ხოლო ნორვეგიელი ოლ-იოჰან გრიმსგარდ-ოფსტადმა, იანვრის დასაწყისში საკუთარ FACEBOOK-ის გვერდზე დაწერა, რომ სირიის ქალაქ იდლიბში მიემგზავრებოდა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა მომხდარს "ბარბაროსული აქტი" უწოდა.
მკვლელობა ასევე დაგმო ჩინეთის პრეზიდენტმა, ქსი ჯინფინგმა.
"ტერორისტები კაცობრიობის საერთო მტრები არიან," _ განაცხადა მან.