დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლისთვის მისი ერთ-ერთი ფუძემდებლის, მხატვარ ვილი ბარამიძის სახელის მინიჭებისადმი მიძღვნილი საზეიმო ვერნისაჟი გაიმართა, რომელსაც მხატვრის მეუღლე და ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიებას სამხატვრო სკოლის პედაგოგი ეკა წილოსანი უძღვებოდა, რომელიც თავადაც ბატონი ვილი აღზრდილია. დღევანდელ ვერნისაჟზე დამთვალიერებელს საშუალება ქონდა ენახა ვილი და ფატი ბარამიძეების ფერწერული ტილოები, ასევე სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრები.
სამხატვრო სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მხოლოდ საკრებულოს წევრებით იყო წარმოდგენილი – საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე და სოციალური კომისიის თავმჯდომარე, ქალბატონი ია ჩხაიძე იმყოფებოდნენ აქ. ვერნისაჟს ასევე ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ჩიტაძეც დაესწრო რამდენიმე თანამშრომელთან ერთად.