ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში, ერთ-ერთ ობიექტში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას ajaratimes ავრცელებს.
პირველადი ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება ბუნებრივი აირის სავარაუდო გაჟონვის შესახებ შევიდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ კვების ობიექტის სამზარეულოში შიდა გამწოვი აალდა, რასაც ცეცხლის გაჩენა მოჰყვა.
როგორც ობიექტის მფლობელი ამბობს, ხანძრის ზუსტი მიზეზი მათთვისაც უცნობია. მისი თქმით, შემთხვევა იმ სივრცეში მოხდა, სადაც გაზქურაა განთავსებული და ზღვის პროდუქტები მზადდება. მფლობელის ვარაუდით, შესაძლოა, ბუნებრივი აირი აალდა და ცეცხლი გამწოვის მიმართულებით გავრცელდა.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი ჩააქრეს.
































































