საქართველოსა და ნაურუს (ნაოერო) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შესაბამის დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.
განკარგულება საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერის თაობაზე, საქართველოს მთავრობამ დღეს გამოსცა.






























































