ე.წ. მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ დღეს, 18 სექტემბერს, 18:00 საათზე საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ბოლო ვადაა.
მათ ამ დრომდე შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამების არჩევის გარეშე აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვის პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს.































































