ახალ ზელანდიაში ახალი ეროვნული დროშის ასარჩევად რეფერენდუმი დაიწყო, რომელიც ერთ თვეს გასტანს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ახალზელანდიელებმა ხუთი პოტენციური დროშიდან ერთ-ერთს ხმა უნდა მისცენ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯონ კეის თქმით, არსებული დროშა თანამედროვე ახალ ზელანდიას არ შეეფერება.
მისივე თქმით, დროშა ძალიან ჰგავს ავსტრალიისას, თუმცა გამოკითხვების მიხედვით, ახალზელანდიელებს მისი შენარჩუნება სურთ.
იმისათვის რომ მოქალაქეებს არჩევნის გაკეთება გაუადვილდეთ, ქუჩებში ხუთივე დროშაა გამოფენილი.