პეტერბურგის საკურორტო რაიონის პრეს-მდივანმა ვასილი ანისიმოვმა თავის თანამემამულეებს, რომლებიც ეგვიპტეში ჩამოვარდნილი „А321“-ის მგზავრებს დასტირიან, შეურაცხყოფა მიაყენა და ისინი სოციალურ ქსელში „სულელ განავ***ებად მოიხსენია.
რუსი ჩინოვნიკის განცხადებით, 2014 წელს რუსეთში ავტოავარიების შედეგად 27 ათასი ადამიანი დაიღუპა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 11 ათასი ბავშვი, რომელთაგან 3 ათასი მცირეწლოვანი იყო.
„ისინი ეგვიპტეში არ გაფრენილან, თავიანთი საჯდომისთვის თავგადასავლები არ უძებნიათ, მხოლოდ სამსახურებში გაემგზავრნენ და ეზოში სასეირნოდ გავიდნენ და უკან აღარასდროს დაბრუნებულან“ – განაცხადა ანისიმოვმა.
პეტერბურგელი ჩინოვნიკის აზრით, ამის მიუხედავად იდიოტებისთვის მხოლოდ ერთი ტრაგედია – „აირბასის“ ჩამოვარდნა არსებობს. დასასრულს თვითმფრინავის ტრაგედიაზე მგლოვიარეებს ანისიმოვმა „სულელი განავ***ბი“ უწოდა.