“ასალამუ ღალეიქუმ ვერეხმეთულაჰი ვავარაქათუ. დედა მინდა წერილით გითხრა და დაგემშვიდობო იმიტომ, რომ ასე აჯობებდა, რომ საქმე უკეთესათ გამოსულიყო. პირველ რიგში მინდა გთხოვო, რომ არ გადუხვიო ღმერთის გზას ერთ ღმერთიანობას, როგორც გიხსნიდი ისე მოუდექი ღმერთის სამსახურს,“ – ამ წერილით დაემშვიდობა დედას ბადრი ირემაძე, რომელმაც გუშინ, ISIS-ის მიერ გავრცელებული ვიდეოთი ქართველ ხალხს მუქარის გზავნილი გამოუგზავნა.
ბადრის დედა, მერი ირემაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მისმა შვილმა წასვლის წინ ვალების გადახდაც სთხოვა.