დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კიდევ ერთხელ განიხილეს ოზურგეთს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი და კონკრეტულ საკითხებზე შეჩერდნენ.
"მომავალ ბიუჯეტში გათალისწინებულია მუნიციპალიტეტის პედაგოგთა მგზავრობის ხარჯი როგორც მუნიციპალური, ისე კომერციული ტრანსპორტით გადაადგილებისას და ის შეადგენს 60 ათას ლარს. ვინც კომერციული ტრანსპორტით მგზავრობს, მას თანხა ჩაერიცხება პირად ანგარიშზე, ხოლო მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის მსურველთ სპეციალური ბარათი ექნებათ, " _ თქვა მან.
. დიმიტრი კვერღელიძემ ბიუჯეტის განხილვის მონაწილეებს ასევე გააცნო ინფორმაცია, რომ 25 დეკემბერს შედგება მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა, სადაც აღნიშნულ საკითხზე ისაუბრებენ და ერთობლივად შეთანხმდებიან.
ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრის წარმომადგენელმა გიორგი გირკელიძემ რეკომენდაციის სახით გამოთქვა შემდეგი მოსაზრება, რომ კარგი იქნება, შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილია პედაგოგებისთვის, სკოლების მოსწავლეებიც მოიწვიონ და მათ მიერ დასმული საკითხები იყოს გათვალისწინებული ბიუჯეტის საბოლოო სახის მიღებისას.
გიორგი გირკელიძემ ასევე თქვა, რომ კრიზისული ცენტრი , რომელიც ემსახურება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარებას, საქმეში ფსიქოლოგის ჩართვას საჭიროებს.