ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნასაკირალში დღეს აქცია გაიმართა, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქციის ორგანიზატორის, ბესო ქათამაძის თქმით, ვიდეომიმართავ, რომელიც ქართველების მისამართით გუშინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა შოკისმომგვრელი იყო:
_ ვემიჯნებით იმ ადამიანების განცხადებებს, რომელიც ეს დღეებია ვრცელდება ინტერნეტში. დაბაში 4 სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანი ცხოვრობს და ერთმანეთის მიმართ არანაირი კონფლიქტი არ გვქონია, – ამბობს ბესო ქათამაძე.