წელს, წინა წლებისგან განსხვავებით ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და ორ კვირას გაგრძელდება.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განცხადა.
"ყველა საჯარო სკოლაში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს, ოთხშაბათ დღეს დაიწყება და ორი კვირა გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი 15 იანვარს, პარასკევ დღეს განახლდება,"- განაცხადა გიგაურმა.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში ზამთრის არდადეგების გამოცხადებას, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს თავად უნივერსიტეტების ადმინისტრაცია განსაზღვრავს.