თურქეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში საპროტესტო ნოტის გადასაცემად ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტორში გამოიძახეს. ნოტა თურქეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს გადაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ ამ დროისათვის თურქული მედია ავრცელებს.
"თურქული საჰაერო ძალების დღევანდელი ქმედების ახსნას ვერ ვპოულობთ." – აღნიშნულია საპროტესტო ნოტაში, რომელშიც ორი ქვეყნის ურთიერთობების გაწყვეტაზეცაა საუბარი.
ურთიერთობის გაწყვეტის აუცილებლობაზე განცხადებები გააკეთეს რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმაც, რომლებიც ამბობენ, რომ თურქეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს. მანამდე კი ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები უნდა შეწყდეს.