შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული რომან ბ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ფუად ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ფუად ა-ს პირადი ჩხრეკისას 9,0015 გრ, ხოლო რომან ბ-ს პირადი ჩხრეკისას 18,8555 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.