"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე აჩიკო ოქრუაშვილი გაქურდეს.
ქურდობა ქალაქ თბილისში, ოქრუაშვილის საცხოვრებელ ბინაში, რამდენიმე დღის წინ , მოხდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მისი საცხოვრებელი ბინიდან წაღებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ ძვირფასი ნივთები.
აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის პირველმა მოადგილემ აჩიკო ოქროუაშვილმა.
"მსგავსი რამ არ ყოფილა, " – გვითხრა ოქრუაშვილმა.