დღეიდან თბილისის მერია ქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟებას იწყებს. განათების მონტაჟთან დაკავშირებით, 00:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე რუსთაველის გამზირი, სუპერმარკეტ "სმარტის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება. საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს სინათლის ქალაქი ახორციელებს. ადგილზე 9 ერთეული ტექნიკა და 59-მდე მუშახელი იმუშავებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved