დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც მთავარი პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენდნენ, ხმაურით შევიდა ასოციაცია "მომავლის იმედის" დამფუძნებელი თამარ ხაჭაპურიძე, რომელიც ხელისუფლებას ჩვილების უკანონოდ ვაჭრობის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. მას პირადად ირაკლი შოთაძესთან ქონდა კითხვები.
მთავარი პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ჩვილების უკანონო გზით გაყვანის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დეტალები მისთვის ცნობილი არ არის.
მას დეპუტატმა თამარ კორძაიამ იმ ვიდეორგოლის შესახებ ჰკითხა, რომელიც ჩვილების უკანონო გზით გაყვანას ეხება.
"როგორც ჩემთვის ცნობილია ამ საკითხზე მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება. მე დეტალურად არ ვარ ამ საქმეში ჩახედული, თუმცა, რა თქმა უნდა, მზად ვარ ამ ფორმატშიც განვიხილოთ ამ საქმის დეტალები. მე არ ვფიქრობ, რომ ეს დასამალი იყოს. მე მზად ვარ ამ შემთხვევაში თქვენთან (მიმართა თამარ ხაჭაპურიძეს) შეხვედრისთვის და შემიძლია დეტალურად მოვისმინო შემდეგ კვირაში თქვენი პრეტენზიები", – განაცხადა შოთაძემ