ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პოლიციის რეიდები მიმდინარეობს.
სამართალდამცავები ავტომანქანებს რამდენიმე წუთით აჩერებენ, ითხოვენ პირადობის და მართვის მოწმობების წარდგენას, რის შემდეგ მანქანების საბარგულებს ამოწმებენ.
რეიდები უკვე მეორე დღეა გურიის გუბერნიის ოთხივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ასეთ განმარტებას აკეთებენ.
ეს არის საპოლიციო კონტროლი, რომელიც რამდენიმე თვეში ერთხელ, მინისტრის ბრძანების საფუძველზე ტარდება.
ამ შემოწმებას არც კონკრეტულ დანაშაულთან აქვს კავშირი და არც ტერორიზმის საფრთხესთან,"