ამ წუთებში ლანჩხუთის ევგრაფ შევარდნაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ლანჩხუთის "გურია" თბილისის "დინამოს" მასპინძლობს. თამაში, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს. ლანჩხუთელებს ფანების დიდი შემადგენლობა გულშემატკივრობს. ისინი "გურიისგან" გოლს ითხოვენ. თამაშზე, მისი ინტერესიდან გამომდინარე, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. "გურიისთვის" ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია.