ამ წუთებში ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე, თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ლანჩხუთის "გურიას" ფეხბურთელმა კოტე ხიზანეიშვილმა საკუთარ კარში გოლი გაიტანა და თბილისის "დინამო" 2:0 დააწინაურა.
"გურიის" ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილო მაყურებლების უმრავლესობამ, ავტოგოლის შემდეგ, პროტესტის ნიშნად სტადიონი დატოვა.
დარჩენილ ხუთ წუთს თამაშზე გავლენა არ მოუხდენოა და დღევანდელი თამაში დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა.